საქართველოს 17–წლამდელთა ნაკრები 21 აგვისტოდან პოლონეთის ქალაქ ციხენაუში გასამართული საერთაშორისო ტურნირისთის – სირენკა თასის გათმაშებისთვის მზადებას დაიწყებს. ტურნირი კი 25 – 30 აგვისტოს გაიმართება. მოზარდ ჯვაროსანთა გუნდში სამი დინამოელი – ანდრო ნემსაძე, გიორგი სადღობელაშვილი და ვასილ კაციტაძე არის გამოძახებული. ჩვენი გუნდიდან 17–წლამდელთა ნაკრებში მიწვეულნი არიან ექიმი– დავით ხარაბაძე და ფიზიოთერაპევტი – გურამ მარშანია.