• Geo
  • Eng
10.04.2022
ფრე თელავში

დღეს თელავში ეროვნული ლიგის მეშვიდე ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც საფეხბურთო კლუბმა თელავმა დინამო თბილისს უმასპინძლა.

 

შეხვედრა მოსალოდნისამებრ აქტიურად დაიწყო. დინამოელები მატჩის დებიუტშივე დაწინაურდნენ. მე-4 წუთზე მარჯვენა ფლანგიდან შეტევა, დმიტრი ანტილევსკის ჩაწოდება და ანზორ მექვაბიშვილმა ანგარიში გახსნა. საპასუხოდ თელაველთა შეტევას საჯარიმოს მისდგომებთან ჯარიმა მოჰყვა, ჩაწოდებულ ბურთს კი სტრაჰანია პავიშიჩი გამოეხმაურა და სტატუს ქვო აღადგინა 1-1. შეხვედრის 42-ე წუთზე სტუმრებმა კარის აღების რეალუი შესაძლებლობა გაუშვეს ხელიდან. უსმანე კამარა საჯარიმოში შეიჭრა, მისი გადაცემა სტანისლავ ბილენკიზე, რომელმაც ახლო მანძილიდან კი დაარტყა, თუმცა ბურთი მეკარემ უკუაგდო და ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარი გაცილებით ხისტად წარიმართა, რეალური საგოლე მომენტების გარეშე. მატჩის მე-80 წუთზე დინამოელებს შეეძლოთ დაწინაურება, თუმცა ლუკა სანიკიძემ ბოლო წამს მოიგერია შეცვლაზე შემოსული გიორგი გაბედავას ერთი შეხებით დარტყმული. ბოლო წუთებზე უკვე ანდრეს პრიეტოს მოუხდა თავისი ოსტატობის ჩვენება. საბოლოოდ შეხვედრა 1-1 დასრულდა.

 

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი იხილეთ აქ: https://erovnuliliga.ge/ge/game/6103-tel-dtb

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024