• Geo
  • Eng
07.07.2024
მონტენეგროში ბულგარელი არბიტრები იმსაჯებენ

11 ივლისს მონტენეგროს დედაქალაქი პოდგორიცა, უეფას კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას უმასპინძლებს. დიჯი არენაზე მორნარი დინამოს დაუხვდება, თავად მატჩი კი თბილისის დროით 22 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

 

აღნიშნულ შეხვედრას ბულგარელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი არბიტრი 36 წლის გეორგი გინჩევი გახლავთ. მას ასისტენტობას გეორგი დოინოვი და მიროსლავ მაქსიმოვი გაუწევენ. მეოთხე მსაჯი ივო ანდრეევი იქნება.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024