დინამოელებმა 17 წლამდე ლიგაში მორიგი მატჩები გამართეს და ლიდერთან სხვაობა შეამცირეს.
დინამოს მეორე გუნდმა (16 წლამდელებმა) გათამაშების ლიდერს საბურთალოს უმასპინძლეს და 2-1 დაამარცხა მეტოქე. გოლები შაშიაშვლმა და ბუბუტეიშვილმა გაუტანეს საბურთალოს. რაც შეეხება დინამოს პირველ გუნდს (17 წლამდელები), ისინი ქუთაისს ესტუმრნენ და ცეცხლაძის გოლით ტორპედო 1-0 დაამარცხეს.
ვახო იაგორაშვილის გუნდმა გამარჯვებით 38 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლა. დინამოელებს ლიდერთან 8 ქულა აცილებთ და მარაგში +1 თამაში აქვთ დარჩენილი. მომდევნო მატჩს ლურჯ-თეთრები 6 ივნისს ავაზასთან გამართავენ. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა ლიდერთან გამარჯვებით 34 ქულა დააგროვა, მეოთხე ადგილზე აინაცვლა და მარაგში +2 თამაში დარჩა. სწორედ ერთ გამოტოვებულ მატჩს დინამოელები 1 ივნისს სფფ-ს აკადემიასთან ჩაატარებენ, შემდეგ ტურს კი 6 ივნისს, გასვლაზე მარტვილში სალხინოსთან ითამაშებენ.
დინამო-2 2-1 საბურთალო
ტორპედო 0-1 დინამო
დინამო-2: საური, პატარკაციშვლი, გრიგალავა, ქელდიშვილი, ბენდიაშვილი, ნაკაშიძე, თურქია, ბერელიძე, ნაჭყებია, ბუბუტეიშვილი, ოდიკაძე
სათადარიგო სკამი: შაშიაშვილი, ჩხარტიშვილი, მეფარიშვილი
დინამო: იობაშვილი, გოგიჩაიშვილი, გობეშია, ხარჩილავა, სურმავა, ფეიქრიშვილი, პარკაძე, ნ. ცეცხლაძე, რობაქიძე, კარაევი, შეროზია
სათადარიგო სკამი: ალიბეგაშვილი, ჩიქოვანი, გ. ცეცხლაძე, გადილია