ეროვნულ ლიგა 3-ში მეათე ტურის მატჩები გაიმართა. დინამოს მეორე შემადგენლობა სპერის სტადიონზე საფეხბურთო კლუბ ირაოს დაუპირისპირდა.
მატჩი საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. დინამოელები 68-ე წუთიდან მოედანზე ათნი დარჩნენ, თუმცა ბოლომდე იბრძოლეს და 81-ე წუთზე თორნიკე მორჩილაძის მიერ გატანილი გოლით 0-1 იმარჯვეს.
ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე იმყოფება. დინამოელებს ლიდერთან 5 ქულა აშორებთ, თუმცა ერთი თამაში მარაგში აქვთ. მომდევნო შეხვედრას დინამო 14 ივნისს, თბილისის ზღვის ბაზაზე ზესტაფონთან გამართავს.
მატჩის ოქმი და შემადგენლობა
ფოტოამბავი