• Geo
  • Eng
18.04.2022
უგოლო ფრე სამგურალთან

დღეს დინამო არენამ ეროვნული ლიგის მერვე ტურის მატჩს უმასპინძლა, რომელშიც დინამო სამგურალს დაუპირისპირდა. მატჩი ორივე გუნდმა აქტიურად დაიწყო, პირველი სახიფათო მომენტი კი სტუმართა კართან შეიქმნა. მეათე წუთზე დმიტრი ანტილევსკის დარტყმული საჯარიმო მეკარემ მოიგერია. წყალტუბოელებმა ტაიმის შუაში საპასუხოდ მწვავე შეტევა განახორციელეს, ნიკა კალანდარიშვილის დარტყმული მცირედით აცდა დინამოს კარს. ტაიმი 0-0 დასრულდა.

 

მეორე ნახევარში მასპინძლები ბევრს უტევდნენ, ერთ მომენტში გიორგი მოისწრაფიშვილის გადაცემით ნიკა მალი მეკარესთან პრისპირ დარჩა, თუმცა მსაჯმა მეტად სადაო თამაშგარე დააფიქსირა. შეცვლაზე შემოსული გიორგი გაბედავა და თორნიკე კირკიტაძე ცდილობდნენ რამდენიმე ეპიზოდში თამაშის გამწვავებას, თუმცა საბოლოოდ ზუსტ დარტყმამდე საქმე არ მივიდა და შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. მომდევნო მატჩს დინამო გაგრასთან, 23 აპრილს დინამო არენაზე გამართავს.

 

მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024