• Geo
  • Eng
26.08.2013
დუბლების მორიგი გამარჯვება

უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების მესამე ტურის მატჩი დინამოელებმა საკუთარ მოედანზე გამართეს. ვლადიმერ გოჩაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ცხინვალის სპარტაკს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე უმასპინძლა. ჩვენმა ფეხბურთელებმა მეტად რთულ და დაძაბულ შეხვედრაში მეტოქეს 2:0 სძლიეს.

 

ანგარიში დაპირისპპირების დებიუტშივე გაიხსნა. დინამოელებმა შეტევის მარჯვენა ფლანგიდან სტანდარტის შესრულების უფლება მოიპოვეს. საჯარიმო დარტყმა არჩილ მესხმა შეასრულა, რომელმაც ბურთი პირდაპირ კარის მიმართულებით გაგზავნა და მეტოქე გუნდის მეკარეს ბურთის მოგების შანსიც არ დაუტოვა – 1:0. გატანილი გოლის შემდეგ ჩვენმა ფეხბურთელებმა სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს და სპარტაკის კართან სახიფათო მომენტებიც მრავლად იქმნებოდა.

 

შეხვედრის მეორე ნახევარიც ჩვენი გუნდის უპირატესობით წარიმართა. სპარტაკის ფეხბურთელები კი ძირითადად კონტრშეტევებზე აკეთებდნენ აქცენტს. შეხვედრის 85–ე წუთზე სტუმრებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, თუმცა კარის ხაზიდან ბურთი დინამოელთა ცენტრალურმა მცველმა, გიორგი ლობჟანიძემ გამოიტანა. შეხვედრის საფინალო ანგარიში 86–ე წუთზე დაფიქსირდა, თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა უზადოდ  შეასრულა ბუდუ ზივზივაძემ – 2:0 და დინამოელებმა სეზონში ზედიზედ მესამე მატჩი მოიგებით დაასრულეს.

 

დინამო 2:0 სპარტაკი

გოლები: 1:0 მესხი 6’ 2:0 ზივზივაძე 86’

 

დინამო: ტყეშელაშვილი, კაკაბაძე, გ. ლობჟანიძე, მელიქიძე, სამხარაძე, კიტოვანი, ჭეჭელაშვილი (ვეკუა 86’), გოროზია (ჯაფიაშვილი 75’), კვერნაძე, წილოსანი, მესხი (ზივზივაძე 52’)

 

სპარტაკი: მანიევი, ჭაფოძე, შენგელია (ბერიძე 86’), ლომიძე, ხიზანეიშვილი, ცერცვაძე, კაკაშვილი, კემუხტაშვილი (ჭინჭარაული 74’), ნარიმანიძე (გოგლიძე 89’), მაქაცარია (კიკვაძე 73’), ფანცხავა (მოსაშვილი 63’)

 

გაფრთხილება: ჯაფიაშვილი – ხიზანეიშვილი, კაკაშვილი, შენგელია

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024