დღეს, დილის 10:00 საათზე დინამო თბილისი ჩარტერული რეისით ინგლისში გაემგზავრა. ხუთსაათიანი ფრენის შემდეგ, ჩვენი გუნდი ლონდონში სასტუმრო Waltham Abbey Marriott Hotel–ში დაბინავდა. დინამოელები დღეს საღამოს მატჩისწინა ვარჯიშს გამართავენ. 29 აგვისტოს თბილისის დროით 23:05 საათზე ჩვენი გუნდი უეფას ევროპა ლიგის ფლეი–ოფის საპასუხო შეხვედრას ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართავს.