• Geo
  • Eng
27.08.2013
29 აგვისტო დინამოს ისტორიაში

29 აგვისტოს დინამო თბილისი ლონდონში, უეფას ევროპის ლიგის ფლეი–ოფის საპასუხო შეხვედრას ტოტენჰემ ჰოთსპურის წინააღმდეგ გამართავს. 29 გვისტოს დინამოელებს 9 შეხვედრა (4 ეროვნულ ჩემპიონატში, 4 სსრკ პირველობაზე, 1 უეფას თასზე) აქვთ ჩატარებული, საიდანაც ჩვენმა ფეხბურთელებმა 5 შეხვედრა მოიგეს, 2 მატჩი ფრედ დასრულდა, 2 შემთხვევაში კი გამარჯვება მეტოქეს დარჩა.

 

დინამო თბილისმა 29 აგვისტოს პირველი ოფიციალური შეხვედრა 1961 წელს გამართა. სსრკ პირველობაზე დინამოელებმა გასვლითი მატჩი ერევანში, ადგილობრივი სპარტაკის წინააღმდეგ ჩაატარეს. მატჩში საყაიმო ანგარიშით – 1:1 დასრულდა. მეტოქის კარში გოლი ვლადიმერ ბარქაიამ გაიტანა.

 

1981 წლის 29 აგვისტოს დინამომ საკუთარ მოედანზე დონის როსტოვის სკა–ს უმასპინძლა. თბილისელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს მშრალი ანგარიშით – 3:0 სძლიეს. აღნიშნულ დაპირისპირებაში გოლები ნუკრი კაკილაშვილმა, რამაზ შენგელიამ და ვლადიმერ გუცაევმა გაიტანეს.

 

1983 წლის 29 აგვისტოს ჩვენი გუნდი თბილისში ლენინგრადის (სანქტ–პეტერბურგის) ზენიტს დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა. ზენიტის კარში გოლი რამაზ შენგელიამ გაიტანა.

 

1984 წლის 29 აგვისტოს თბილისში გამართული დინამო – ერევნის არარატი ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა მოთამაშეებმა მეტოქე 2:0 დაამარცხეს. არარატის კარში გატანილი გოლებით ნუკრი კაკილაშვილი და ალექსანდრე ჩივაძე გამოირჩნენ.

 

ეროვნულ ასპარეზზე დინამოელებმა 29 აგვისტოს პირველი ოფიციალური მატჩი 1996 წელს რუსთავში გამართეს. ჩვენი გუნდი ადგილობრივ მეტალურგს დაუპირისპირდა. დედაქალაქელმა ფეხბურთელებმა მეტოქეს ოთხბურთიანი სხვაობით – 6:2 სძლიეს. მეტალურგის კარში ორი გოლი გაიტანა გიორგი დემეტრაძემ, თითო გოლი შეაგდეს კახი გოგიჩაიშვილმა, ნუკრი ლობჟანიძემ, გოჩა ჯამარაულმა და ლევან ხომერიკმა

 

1999 წლის 29 აგვისტოს დინამომ საკუთარ მოედანზე თბილისის თბილისს უმასპინძლა. მეტად დაძაბულ და რთულ შეხვედრაში დინამოელებმა მეტოქე მინიმალური სხვაობით – 3:2 დაამარცხეს. აღნიშნულ მატჩში ორი გოლი გატიანა რატი ალექსიძემ, ერთი ბურთი კი გიორგი ანჩაბაძემ შეაგდო.

 

2009 წლის 29 აგვისტოს დინამო გასვლით შეხვედრაში ზესტაფონთან – 1:4 დამარცხდა. მარგველთა კარში გოლი ჯორჯ აკირემმა გაიტანა.

 

ეროვნულ ჩემპიონატში 29 აგვისტოს ჩვენმა გუნდმა უკანასკნელად 2010 წელს გასვლზე, ზუგდიდის ბაიას წინააღმდეგ ითამაშა. დპირისპირება გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

 

29 აგვისტოს დინამოს ევროასპარეზზე ერთი შეხვედრა აქვს ჩატარებული. 2002 წელს ჩვენი გუნდი უეფას თასის გათამაშების პირველ საკვალიფიკაციო რაუნდზე ესტონურ ტვმკ–ს დაუპირისპირდა. ლე კოკ არენაზე შემდგარი მატჩი დინამოელებმა გამარჯვებით დასრულდა. ქართველმა ფეხბურთელებმა ტვმკ 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების მომტანი გოლი ლადო ახალიამ გაიტანა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024