29 აგისტოს, დინამო თბილისი უეფას ევროპა ლიგის ფლეი–ოფის საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას ლონდონში ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის გადაწყვეტილებით, ინგლისში შემდეგი 18 ფეხბურთელი გაემგზავრება:
მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა
მცველები: გიორგი სეთურიძე, გივი კვარაცხელია, გიორგი გველესიანი, დავით ხურცილავა, დავით კვირკველია, გიორგი შაშიაშვილი, დარკო გლიშიჩი
ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, გიორგი მერებაშვილი, გიორგი პაპავა, ელგუჯა გრიგალაშვილი, ირაკლი ძარია, დორინ გოგა
თავდამსხმელები: ჯაბა დვალი, დავით ხოჭოლავა, პატრიკ ვუო
დინამოელები ლონდონში 28 ივლისს ჩარტერული რეისით გაემგზავრებიან და სასტუმრო Waltham Abbey Marriott–ში დაბინავდებიან.