უეფას ევროპა ლიგის ფლეი–ოფის საპასუხო შეხვედრა ჩვენმა გუნდმა ინგლისში ტოტენჰემის წინააღმდეგ გამართა. დაპირისპირდება მასპინძელთა გამარჯვებით – 3:0 დასრულდა. ანგარიში შეხვედრის 40–ე წუთზე ჯერმეინ დეფომ გახსნა. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე კი მან დუბლის შეასრულება მოახერხა. მატჩის საფინალო ანგარიში 69–ე წუთზე დაფიქსირდა. გოლი ლუის ჰოლტბის ანგარიშზეა.
ტოტენჰემი 3:0 დინამო
გოლები: 1:0, 2:0 დეფო 40’ 45’ 3:0 ჰოლტბი 69’
ტოტენჰემი: ფრიდელი, უოლკერი (ფრაიერი 57’), კაბული, ვერტონგენი, ნოტონი, ტაუნსენდი (კეინი 46’), სიგურდსონი, ჰოლტბი (დემბელე 76'), სანდრო, დეფო, ქეროლი
დინამო: ლორია, კვარაცხელია, გველესიანი, კვირკველია (გლიშიჩი 34’), ხურცილავა, ხმალაძე, ძარია, მერებაშვილი (ხოჭოლავა 77’), გოგა, გრიგალაშვილი (სეთურიძე 85'), ვუო
გაფრთხილება: სანდრო, დეფო – მერებაშვილი