• Geo
  • Eng
31.08.2013
2 სექტემბერი დინამოს ისტორიაში

2 სექტემბერს, 16:00 საათზე უმაღლესი ლიგის IV ტურის მატჩს დინამოელები ქობულეთში გამართავენ. დუშა უჰრინის გაწვრთნილი გუნდი ლანჩხუთის გურიას დაუპირისპირდება. 2 სექტემბერს დინამოს 7 ოფიციალური მატჩი (6 სსრკ პირველობაზე, 1 ეროვნულ ჩემპიონატში) აქვს გამართული, საიდანაც 3 მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, 3 შემთხვევაში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა, 1 გამარჯება კი მეტოქეს დარჩა.

 

დინამო თბილისმა პირველი ოფიციალური შეხვედრა 2 სექტემბერს 1945 წელს სსრკ პირველობაზე გამართა. ქართველმა ფეხბურთელებმა საშინაო მატჩი მოსკოვის ლოკომოტივის წინააღმდეგ ჩაატარეს და მეტოქეს 3:0 სძლიეს. რკინიგზელთა კარში სამივე გოლი გიორგი ანთაძემ გაიტანა.

 

1955 წლის 2 სექტემბერს დინამო გასვლითი მატჩში მოსკოვში ცსკა–ს წინააღმდეგ 0:2 დამარცხდა.

 

1962 წლის 2 სექტემბერს ჩვენის ქვეყნის დედაქალაქმა თბილისელი და მოსკოველი თანაკლუნელების დაპირისპირებას უმასპინძლა. ორი დინამოს შეხვედრა საყაიმო ანგარიშით – 1:1 დასრულდა. ჩვენი გუნდის რიგებიდან მეტოქის კარში გატანილი გოლით ვლადიმერ ბარქაია გამოირჩა.

 

1971 წლის 2 სექტემბერს დინამომ ლვოვის კარპატს უმასპინძლა. შეხვედრა გატანილი გოლების გარეშე, ფრედ – 0:0 დასრულდა.

 

1974 წლის 2 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა მოსკოვში ადგილობრივი ცსკა მინიმალური ანგარიშით – 1:0 დაამარცხა. გამარჯვების გოლი მანუჩარ მაჩაიძემ შეაგდო.

 

სსრკ პირველობაზე 2 სექტემბერს ჩვენმა გუნდმა უკანასკნელად 1983 წელს ითამაშა. დინამოსა და ბაქოს ნეფთჩის თბილისური დაპირისპირება ფრედ – 1:1 დასრულდა. აზერბაიჯანელთა კარში გოლი ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანა.

 

ეროვნულ ასპარეზზე ჩვენ გუნდს 2 სექტემბერს ერთადერთი მატჩი აქვს გამართული. 2012 წელს დინამომ ფოთის კოლხეთს უმასპინძლა და მეტოქეს მშრალი ანგარიშით – 5:0 სძლია. ფოთელთა კარში სამი გოლი გაიტანა ჯაბა დვალმა, თითო გოლი კი მიკელ ალვარომ და ლევან ხმალაძემ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024