საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეოთხე ტურის შეხვედრას, რომელსაც დინამოელები ქობულეთში, ლანჩხუთის გურიასთან გამართავენ, სირიელი მსაჯი, აბდულა ბასლეჰლო განსჯის.
მთ. არბიტრი: აბდულა ბასლეჰლო
ასისტენტები: ზ. მენთეშაშვილი, ბ. ჭიჭინაძე
მეოთხე მსაჯი: ო. ხეცაძე
მსაჯთა დამკვირვებელი: ლ. კვარაცხელია
ჩვენი გუნდის მონაწილეობით აბდულა ბასლეჰლომ უკანასკნელად მიმდინარე წლის 23 აპრილს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/2 ფინალის პირველი მატჩი რუსთავში იმსაჯა, რომელშიც დინამოელები ადგილობრივ მეტალურგთან 1:2 დამარცხდნენ. აღნიშნულ დაპირისპირებაში სირიელმა არბირტმა ფეხბურთელებს 3 ყვითელი ბარათი უჩვენა.
ბოლო შეხვედრა, რომელიც აბდულა ბასლეჰლომ განსაჯა ზესტაფონი 2:3 ტორპედო არის. ადულა ბასლეჰლომ ხსენებულ მატჩში 2 ყვითელი და 1 წითელი ბარათი გამოიყენა. ერთხელ კი მასპინძელთა სასარგებლოდ თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, აბდულა ბასლეჰლოს მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
აბდულა ბასლეჰლო
დაბადების თარიღი: 1976 წლის 8 მარტი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 6 თამაში / 29 ყვითელი / 2 წითელი / 4 პენალტი
პირველი ლიგა - 5 თამაში / 19 ყვითელი / 1 წითელი / 4 პენალტი
საქართველოს თასი – 2 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი