• Geo
  • Eng
18.07.2024
დასანანი ფრე მორნართან

დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, უეფას კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამომ მორნარს უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

შეხვედრა დინამომ აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებიდან შეეცადა სათამაშო უპირატესობის მოპოვებას. დიდი ძალებით შეტევაში გადასულ გუნდს კონტრშეტევა გამოეპარა, ნიკოლოზ უგრეხელიძემ აკრძალული ილეთით შეაჩერა მეტოქე და თამაშის დაწყებიდან მე-20 წუთზე დინამო 10 კაცით დარჩა მოედანზე. ამან კიდევ უფრო გაართულა თბილისელთა მდგომარეობა, თუმცა გუნდს რიტმი არ დაუგდია. 33-ე წუთზე ოქრიაშვილი-სხირტლაძე-სალიას ლამაზი კომბინაცია ჩვენი გუნდის ახალგაზრდა შემტევის შედეგიანი დარტყმით დასრულდა და დინამო დაწინაურდა. 57-ე წუთზე დარკო ზორიჩმა საჯარიმოს მისადგომებიდან გაისროლა და სხვაობა გაათანაბრა. შეიძლება ითქვას, რომ ამის შემდეგ ჩვენს სტუმრებს არც ჰქონიათ საგოლე მომენტი. დინამოელები ბევრს უტევდნენ, რამდენჯერმე გაამწვავეს შეტევა და ხიფათი შექმნეს მეტოქის კართან. აღსანიშნავია ბოლო წუთებზე საბა ხვადაგიანი მომენტიც... თუმცა აღარაფერი შეცვლილა, მატჩი ფრედ 1-1 მორჩა და შემდეგ ეტაპზე მორნარი გავიდა.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024