18 ივლისს თბილისი, უეფას კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას უმასპინძლებს. მიხეილ მესხი არენაზე დინამო მორნარს დაუხვდება, თავად მატჩი კი 21.00 საათზე დაიწყება.
აღნიშნულ შეხვედრას მოლდოველ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მატჩის მთავარი არბიტრი 44 წლის იონ ორლიჩი გახლავთ. მას ასისტენტობას ვადიმ ვიკოლი და ვადიმ როსკა გაუწევენ. მეოთხე მსაჯი დუმიტრი მუნტეანი იქნება.