• Geo
  • Eng
12.05.2022
დინამომ გორშიც მოიგო

გორში ეროვნული ლიგის მე-14 ტურის ცენტრალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დილამ დინამოს უმასპინძლა.

 

თითქმის ბოლომდე შევსებულმა სტადიონმა საინტერესო და დაძაბული შეხვედრა იხილა. ორივე გუნდმა პირველივე წუთებიდან აქტიურად შეუტია. გუნდები თავიდანვე შეეცადნენ სათამაშო უპირატესობის მოპოვებას, თუმცა მეთოდურად მატჩის სადავეები დინამოს ხელთ აღმოჩნდა. შეხვედრის 25-ე წუთზე მოედნის ცენტრში ლევან ოსიყმაშვილმა იაქტიურა, მოიპოვა ბურთი და სახიფათო რეიდიც წამოიწყო, ახალგაზრდა ნახევარმცველმა საჯარიმოს მისადგომებთან უსმანე კამარა მოძებნა, რომელმაც ერთი შეხებით გახსნა ანგარიში. ამის შემდეგ სტანისლავ ბილენკისაც შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ დარტყმული მიზანს აცდა. მასპინძლებმა კი სხვაობის აღდგენის შანსი ტაიმის ბოლოს გაუშვეს ხელიდან. მეორე ნახევარი უფრო დაძაბულად გაგრძელდა. დინამოელებმა რამდენჯერმე გაამწვავეს თამაში, მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ, მაგრამ მეტი გოლი შეხვედრაში აღარ გასულა და დედაქალაქელებმა მორიგი სამი ქულა მოიპოვეს. კახა ცხადაძის გუნდი მომდევნო მატჩს 16 მაისს დინამო არენაზე საბურთალოსთან ჩაატარებს.

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024