• Geo
  • Eng
12.09.2013
დინამო–2 ხარაგაულის ჩხერიმელასთან დამარცხდა

პირველი ლიგის A ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში დინამო–2 სტუმრად, ხარაგაულის ჩხერიმელას დაუპირისპირდა. მატჩის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სახიფათო შეტევები როგორც ერთი, ისე მეორე გუნდის კართან ხშირად იქმნებოდა. დინამოელებმა პირველი ტაიმში რამდენჯერმე შორიდან სცადეს მეტოქის კარის აღება, 39–ე წუთზე კი თორნიკე ზარქუამ ურთულესი დარტყმულის მოგერიება მოახერხა. შეხვედრის პირველი ნახევარი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

 

მეორე ტაიმში სათამაშო უპირატესობა მასპინძლებმა მოიპოვეს, რაც ანგარიშში მალევე აისახა. დაპირისპირების 50–ე წუთზე დინამოელთა კარის მიმართულებით საჯარიმო დარტყმა დაინიშნა, სტანდარტიდან საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე თამაშისას ჩვენმა ფეხბურთელებმა შეცდომა დაუშვეს და ირაკლი გვეტაძემ საკუთარი გუნდი დააწინაურა. დაპირისპირების 63–ე წუთზე მასპინძელთა მეთექვსმეტე ნომერმა, დუბლი შეასრულა. ირაკლი გვეტაძემ ჩვენი მეკარისა და მცველების შეცდომით ისარგებლა და თამაშის საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა.

 

ჩხერიმელა 2:0 დინამო–2

გოლები: 1:0, 2:0 გვეტაძე 50’ 63’

 

ჩხერიმელა: ლომსაძე, ჩუბინიძე, ჩუკურანი, მეტრეველი, მჭედლიშვილი, გვეტაძე, ქურდობაძე (ოკვონკო 88’), კოსტავა, ლურსმანაშვილი, კიკნაძე (ცუცქირიძე 65’), შარვაძე (ზაქარაშვილი 90’)

დინამო–2: ზარქუა, კაკაბაძე, გ. ლობჟანიძე, შერგელაშვილი, სამხარაძე, კიტოვანი, მახარობლიძე (ზივზივაძე 67’), ს. ლობჟანიძე, რუხაძე, მათიაშვილი (ვოლკოვი 64’), შინდაგორიძე (ოთარაშვილი 46’)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024