ჩვენი გუნდის ოქროს თაობის წარმომადგენელი- გიორგი სიჭინავა დღეს 69 წლის გახდა. სიჭინავა დაიბადა ქალაქ გაგრაში. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდა 1960– დან 1969 წლის ჩათვლით. 215 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 11 გოლი. არის სსრკ- ს 1964 წლის ჩემპიონი და 1962 წლის პრიზიორი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს ოთხჯერ. არის 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე.
დინამოელები ვულოცავთ ბატონ გიორგის იუბილეს, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.