• Geo
  • Eng
14.09.2013
დუბლები სრული სვლით

უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა გათამაშების V ტურის შეხვედრა დინამოელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის საფეხბურთო მოედანზე გამართეს. ვლადიმერ გოჩაშვილი გაწვრთნილი გუნდი ზუგდიდის სარეზერვო შემადგენლობას დაუპირისპირდა და მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 3:2 სძლია.

 

დღევანდელი მატჩის პირველი გოლი ჩვენმა ფეხბურთელებმა თამაშის დებიუტშივე გაიტანეს. შეტევის მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული იერიშს მეტოქის კარში გასული ბირთი მოჰყვა. 4–ე წუთზე ფლანგური გარღვევის შემდეგ ვანო წილოსანმა საჯარიმოში მყოფ დავით ვოლკოვს გადააწოდა ბურთი და მანაც ზუგდიდელთა კარი აიღო – 1:0. შეხვედრის 40–ე წუთზე, ჩვენმა ფეხბურთელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს. ზუგდიდელმა გრიგოლ ბერიშვილმა თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში დაარღვია და მსაჯმა წითელი ბარატი უჩვენა. თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა კი არჩილ მესხმა უზადოდ შეასრულა – 2:0. პირველი ტაიმის მიწურულს, 44–ე წუთზე, მეკარესთან პირისპირ დარჩენილ ვანო წილოსანს მეტოქის კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია – 3:0.

 

მეორე ნახევარი სტუმრებმა აქტიურად დაწყეს და რიცხვობრივ უმცირესობაში მყოფმა ზუგდიდმა 48–ე წუთზე ერთი ბურთი გაქვითა – 3:1. გატანილი გოლით ცოტნე სამუშია გამოირჩა. შეხვედრის 65–ე წუთზე ჩვენ გუნდის კარის მიმართულებით დანიშნული საჯარიმო დარტყმიდან სტუმართა ფეხბურთელმა პირდაპირ კარისკენ გაისროლა, დინამოელთა მეკარემ, ლევან ტყეშელაშვილმა კი ურთულესი დარტყმული კუთხურზე მოიგერია. 66–ე წუთზე ზუგდიდელმა ფეხბურთელებმა კუთხური მოაწოდეს, საჯარიმოში მომხდარი არეულობით კი კვლავ ცოტნე სამუშიამ ისარგებლა და ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა – 3:2 და დაპირისპირების საფინალო ანგარიშიც დაფიქსირდა.

 

დღევანდელი მოგების შემდეგ დინამოელები სატურნირო ცხრილს ერტპიროვნულად ლიდერობენ. ხუთი ჩატარებული მატჩიდან ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა ხუთივე გამარჯვებით დაასრულეს და უახლოეს მდევარს, რუსთავის მეტალურგს 3 ქულით ასწრებენ.

 

დინამო 3:2 ზუგდიდი

გოლები: 1:0 ვოლკოვი 4' 2:0 მესხი 40' 3:0 წილოსანი 44' 3:1 სამუშია 48' 3:2 სამუშია 66'

 

დინამო: ტყეშელაშვილი, სარიშვილი, თევზაძე, მელიქიძე, ბაჩიაშვილი, ჯაფიაშვილი, ჭეჭელაშვილი, წილოსანი (მურცხვალაძე 57'), გოროზია, მესხი, ვოლკოვი (მაკასარაშვილი 46')

 

ზუგდიდი: ჯომიდავა, ქომეთიანი, ყორშია (ჭანტურია 46'), ნიკოლაძე, ბერიშვილი, კობერიძე (ლაშქარავა 84'), ქირია, თოლორაია (ლატარია 80'), ფარჯიკია, სამუშია (ლოლუა 83'), ჩანგელია (ბულია 46')

 

გაფრთხილება: გოროზია, ჯაფიაშვილი, ჭეჭელაშვილი, მესხი – ქომეთიანი, ფარჯიკია

 

გაძევება: ბერიშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024