10 აგვისტოს საქართველოს პირველი და ახალგაზრდული ნაკრები გუნდები ამხანაგურ შეხვედრებს გამართავენ. თემურ ქეცბაიამ პოლონეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩისთვის გიორგი ლორიას უხმო. ოთარ გაბელიამ კი მოლდოვასთან სპარინგში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდულ ნაკრებში სამი დინამოელი გამოიძახა: ნიკა კვეკვესკირი, ჯაბა ჯირაური და ირაკლი ლექვთაძე.