უეფას ევროპის ლიგის მესამე ეტაპის განმეორებით შეხვედრას თბილისის დინამოსა და ისლანდიურ რეიკიავიკს შორის პოლონელი პაველ გილი განსჯის. გილი 35 წლისაა. მას 126 მატჩისთვის უმსაჯია. ამ შეხვედრებში მან ფეხბურთელებს 490 ყვითელი და 18 წითელი ბარათები უჩვენა, თერთმეტმეტრიანი კი 24–ჯერ დანიშნა. გვერდითი არბიტრებიც პოლონელები არიან, კონრად საპელა და რადოსლავ სიეკა. მათ დახმარებას თანამემამულე პაველ ფსკიტი გაუწევს. მსაჯთა დამკვირვებელი ავსტრიელი შტეფან მესნერია, მატჩის დელეგატი კი სომეხი მარინა ტაშიანი.