• Geo
  • Eng
31.05.2022
დინამო 2 მერანთან დამარცხდა

დინამოს მეორე შემადგენლობამ ეროვნული ლიგა 3-ის მეცხრე ტურის მატჩი თბილისის მერანის მეორე გუნდთან გამართა და მინიმალური ანგარიშით 0-1 დამარცხდა. მასპინძლებმა ანგარიში შეხვედრის დებიუტშივე თემურ გაბუნიას გოლით გახსნეს. დინამოელები მთელი მატჩი ეცადნენ სხვაობის შეცვლას თუმცა შეხვედრაში მეტი გოლი აღარ გასულა.

 

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 12 ქულით გათამაშების ცხრილში მეცხრე ადგილს იკავებს და ლიდერთაგან 5 ქულა აშორებს, თუმცა ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. დინამო 2 მომდევნო მატჩს ირაოსთან 6 ივნისს სპაერის სტადიონზე გამართავს.

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024