დღეს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე დინამო–2 ამხანაგურ შეხვედრაში სასკოს დაუპირისპირდა. ვასილ მაისურაძის გუნდმა მეტოქეს მინიმალური სხვაობით – 2:1 მოუგო.
ანგარიში დაპირისპირების 55–ე წუთზე თორნიკე ქორჩილავამ გახსნა, სასკოს ფეხბურთელმა საკუთარი გუნდი დააწინაურა – 0:1. დინამოელებმა ანგარიშში წონასწორობა მალევე აღადგინეს, მატჩის 58–ე წუთზე სტუმართა მცველებმა საჯარიმოში უყურადღებოდ დატოვეს ვაკო ბაჩიაშვილმა, რომელმაც ზუსტად დაარტყა – 1:1. შეხვედრის საფინალო ანგარიში კი 60–ე წუთზე დაფიქსირდა, დინამოელთა ცენტრალურმა ფორვარდმა, ბუდუ ზივზივაძემ ბურთი სასკოს კარის ბადეში გაახვია – 2:1.
დინამოელებმა დღევანდელი სპარინგი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს: ხაინდრავა (ყულუა), მელიქიძე (ბორსუკი), სამხარაძე (ბაჩიაშვილი), გიორგი ლობჟანიძე (კაკაბაძე), მათიაშვილი (ზივზივაძე), საბა ლობჟანიძე (ოთარაშვილი), გვაზავა (სარიშვილი), კაკაბაძე (შერგელაშვილი), კიტოვანი (ჯიშკარიანი), რუხაძე (დიასამიძე), მახარობლიძე (მუმლაძე)