• Geo
  • Eng
19.06.2022
დინამო vs გაგრა – ურთიერთშეხვედრები

20 ივნისს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-18 ტურის მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. ჩვენი გუნდი გაგრას უმასპინძლებს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

 

დღეს დინამოელებმა დიღმის ბაზაზე ახალი მთავარი მწვრთნელის - გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით მატჩისწინა ვარჯიში გამართეს. აქვე გთავაზობთ ამ გუნდებს შორის გამართული ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას.

 

აქამდე ეს გუნდები ეროვნულ ჩემპონატში 10-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. დინამოს უპირატესობა შვიდი მოგებული თამაშით გამოიხატება, ერთი შეხვედრა ფრედ მორჩა  და ორჯერ იმარჯვეს გაგრელებმა. ბურთების ბალანსია 17-5 დინამოს სასარგებლოდ.

 

პირველი გამარჯვება გაგრამ თავის აქტივში ამ ურთიეთშეხვედრების პიველ მატჩში ჩაიწერა. ეს შეხვედრა 2008 წლის 14 სექტემბერს გაიმართა, მეოცე ჩემპიონატის პირველ ტურში და ანგარიშით 2–1 დასრულდა გაგრელთა სასარგებლოდ. თბილისელთა წარმატებული შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია დიდი ანგარიშით გამარჯვება იმავე ჩემპიონატის მეთორმეტე ტურში 21 ნოემბერს. ის თამაში დინამომ ანგარიშით 3-0 მოიგო. ასევე დიდი ანგარიშით, 4-1 იმარჯვეს მტკვრისპირელებმა 2010 წლის 8 თებერვალს, ოცდამეერთე ჩემპიონატის ოცდამერვე სათამაშო დღეს. ბოლო მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2012 წლის 8 მარტს გაიმართა და ის შეხვედრა დინამომ გიორგი მერებაშვილის დუბლით 2-1 მოიგო.

 

ბოლო მატჩი ეროვნულ ჩემპიონატში ამ გუნდებს შორის 2022 წლის 23 აპრილს გაიმართა და ის შეხვედრა გაგრამ 1-0 მოიგო მოიგო.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024