საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მესამე ტურის შეხვედრაში დინამოელებმა ცხინვალის სპარტაკს 2:0 სძლიეს. აღნიშნული მატჩში რუმინელი დორინ გოგასთვის სიმბოლური გამოდგა, მის მიერ თამაშის 48–ე წუთზე გატანილი გოლი დინამოსთვის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ შეხვედრებში 1900–ე გამოდგა.