დინამო არენაზე გამართული დინამო 2:0 სპარტაკის დასრულების შემდეგ სტადიონის მედია დარბაზში ტრადიციული, მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია შედგა.
ვლადიმერ ხაჩიძე – შეხვედრის მოსაგებად, მხოლოდ მონდომება არ არის საკმარისი. ჩემმა ბიჭებმა იბრძოლეს და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი დახარჯეს, ყველაფერი ჩადეს. გუნდში ძირითადად ახალგზარდა ფეხბურთელები არიან და ნახევარზე მეტმა დინამოს სტადიონზე პირველად ითამაშა. საფეხბურთო ოსტატობა დროთაგანმავლობაში მოვა და იმედია, უფრო ხარისხიან ფეხბურთს ვითამაშებს. დინამოს კი დღევანდელ შეხვედრაში მოპოვებულ გამარჯვებას მივულოცავ.
დუშან უჰრინი – ჩვენთვის მარტივი თამაში არ ყოფილა, მით უფრო, რომ პირველ ტაიმში გოლის გატანა ვერ მოვახერხეთ. შესვენებაზე ფეხბურთელებს მეტი კონცენტრაციისკენ მოვუწოდე, ვინაიდან გოლის გატანა აუცილებლად გვჭირდებოდა. ჩვენი მეტოქე ათი კაცით იცავდა თავს და ამ დროს ძალიან რთულია შეტევაში თამაში. დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილი ვარ, შემტევმა ფეხბურთელებმა კარგად ითამაშეს, ყველაფერი გეგმისამებრ ხდებოდა, თუმცა ბოლო მომენტში სიზუსტე გვაკლდა. ახლა ყველანი მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ, რომელიც ვიტ ჯორჯიასთან გვექნება. მომდევნო ტურში ჩვენ კუთვნილ, პირველ ადგილზე უნდა დავბრუნდეთ, შესაბამისად ბიჭებთან მექნება საუბარი, რათა ვიტ ჯორჯიასთან შეხვედრას მეტად კონცენტრირებულნი შევხვდეთ.