საქართველოს 18 წლამდე ნაკრებმა რუსთავში, ამხანაგურ შეხვედრაში სომხეთის ნაკრებს უმასპინძლა და დაძაბულ შეხვედრაში 3-2 აჯობა.
სტუმრებმა პირველ ტაიმში ორი გოლი გაიტანეს და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. 21-ე წუთზე ანგარიში კარენ დავთიანმა გახსნა, ტაიმის ბოლოს კი არმან მარკოსიანმა გამოიჩინა თავი. მეორე ტაიმში ახალგაზრდა ჯვაროსნებმა მთლიანად მოიპოვეს სათამაშო უპირატესობა ხოლო ბოლო ხუთ წუთში მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს და შეხვედრაშიც იმარჯვეს. 87-ე წუთზე ერთი გოლი დინამოელმა ლუკა პარკაძემ გაქვითა, 91-ე წუთზე პარკაძის გადაცემით წონასწორობა ასევე დინამოელმა გაბრიელ სიგუამ აღადგინა, ხოლო ერთ წუთში გამარჯვების გოლი ლაშა კალანდაძემ გაიტანა. კიდევ ერთ შეხვედრას ეს გუნდები 8 ივნისს ასევე რუსთავში ჩაატარებენ.
შეხვედრაში 14 გამოძახებული დინამოელიდან 11-მა იასპარეზა. მოედანზე მიხეილ მაქაცარია, არჩილ დათუაშვილი, ლუკა ლაცაბიძე, თემურ გოგნაძე, მუხრან ბაგრატიონი (კაპიტანი), ნიკა ცხოვრებაშვილი, ჯადული იობაშვილი, რომა მორჩილაძე, ლუკა პარკაძე, გაბრიელ სიგუა და დავით გოცირიძე გავიდნენ.
ფოტო (c) nakrebi.ge
შემადგენლობა და მატჩის ოქმი