• Geo
  • Eng
23.05.2014
2013-14 სეზონის სიმბოლური ნაკრები

სპორტული გამოცემა ლელო  ტრადიციულად ყოველი სეზონის ბოლოს, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის  გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ ექვსი დინამოელი შეიყვანა. სეზონის რჩეულთა შორის მოხვდნენ: გიორგი ლორია, გიორგი გველესიანი, დავით კვირკველია, გიორგი მერებაშვილი, ჩისკო მუნიოსი და ოთარ მარცვალაძე.

ლელომ ასევე დაასახელა 2013-14 სეზონის ნომინანტები:

საუკეთესო ფეხბურთელი: ჩისკო

საუკეთესო ლეგიონერი: ჩისკო

საუკეთესო გოლი: ჩისკო ( ზესტაფონის კარში 03.05.)

საუკეთესო თავდამსხმელი: ოთარ მარცვალაძე

საუკეთესო მეკარე: გიორგი ლორია

სეზონის აღმოჩენა: გიორგი გველესიანი

საუკეთესო პრეზიდენტი: რომან ფიფია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024