დღეს პეტრო არენაზე საქართველოს თასის მერვედფინალის კიდევ ერთი მატჩი ჩატარდა, რომელშიც იბერიამ დინამოს უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათით ადრე დასრულებულ მერვედფინალში დინამო 2-მა დიდი ანგარიშით 4-0 დაჯაბნა ქუთაისის ტორპედო და მეოთხედფინალში გავიდა.
დინამოელებმა იბერიასთან შედეგიანად დაიწყეს და უკვე ტაიმის შუაში ორი ბურთით დაწინაურდნენ. იბერიას კარში გოლები ჯერ ნიკო ცეცხლაძემ და შემდეგ საბა ხვადაგიანმა გაიტანეს. 36-ე წუთზე საბა მამაცაშვილმა ანგარიში შეამცირა, თუმცა შედეგის მხრივ მეტი არარაფერი შეცვლილა და დინამოელებმა შემდეგი ეტაპის საგზური მიიღეს. აღსანიშნავია, რომ 56-ე წუთზე ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მცველი მუხრან ბაგრატიონი დაშავდა, რომელსაც სამწუხაროდ რამდენიმე თქვე გაუცდება.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი