დღეს დინამოს აკადემიის მოედანზე საქართველოს თასის 1/8 ფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამო 2-მა ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლა.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მატჩის დაწყებიდან დინამოელებს მოპოვებული სათამაშო უპირატესობა მსაჯის საფინალო სასტვენამდე ხელიდან აღარ გაუშვიათ. ანგარიში დებიუტშივე, ზუსტი პენალტით ჯადული იობაშვილმა გახსნა. ლუკა ფრიდონაშვილმა კი ტაიმის ბოლოს დინამო 2 ბურთით დააწინაურა. მეორე ტაიმის სტარტიდან 5 წუთის შემდეგ ნიკა ჩიქოვანმა უძლიერესი და ზუსტი დარტყმით მესამედ აიღო ქუთაისელთა კარი. 63-ე წუთზე კი თემო ოდიკაძემ საფინალო ანგარიში 4-0 დააფიქსირა.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი