დინამოს თბილისის დირექტორის მოვალეობას 52 წლის მამუკა მახათაძე შეასრულებს. ბატონი მამუკა წლების მანძილზე წარმატებით მუშაობდა სხვადასხვა ეკონომიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. გახლავთ ბიზნეს-ადმინისტრირების მაგისტრი (უეიკფორესტის უნივერსიტეტი, აშშ) მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი, კითხულობს ლექციებს ორგანიზაციულ მენეჯმენტში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში – GIPA.
მამუკა მახათაძე - დინამო ყველა თაობის, განსაკუთრებით კი ჩვენი თაობის თბილისელთათვის მშობლიური და საყვარელი კლუბია. ბავშვობა და ახალგაზრდობა დინამოს სტადიონზე გავატარე და სხვებთან ერთად ბედნიერი ვიყავი 13 მაისს და დინამოს სხვა გამარჯვების დღეებში. გამომდინარე აქედან ძალიან საინტერესო, საპატიო და საპასუხისმგებლო მოვალეობის შესრულება დამეკისრა. ჯერ მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა-ძალისხმევას არ დავიშურებ კლუბის შემდგომი განვითარებისთვის.