დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობამ მიმდინარე ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩი 35-ე სკოლასთნ გამართა.
ვალერი გაგუას გუნდმა მეტოქეს 5-2 აჯობა და მიჯრით მესამე მატჩი მოიგო. დავით გოცირიძემ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი მუხრან ბაგრატიონის, გიორგი თოფურიას და ომარ თოდუას ანგარიშზეა. მოქმედი ჩემპიონები ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან, შემდეგ მატჩს კი 6 სექტემბერს გაგრასთან ჩაატარებენ.
U19 35-ე სკოლა 2-5 დინამო
U19 დინამო: მაქაცარია, გოგნაძე, მორჩილაძე, ბაგრატიონი, კვერენჩხილაძე, ცხოვრებაშვილი, კობახიძე, თოდუა, შეროზია, ღურწკაია, გოცირიძე
სათადარიგო სკამი: მარგველანი, დათუაშვილი, ახალკაცი, აღდგომელაშვილი, ხუტიაშვილი, ფეიქრიშვილი, ნოზაძე, თოფურია