• Geo
  • Eng
14.06.2022
საქართველოს თასის წილისყრა

14 ივნისს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების - მეორე ეტაპის და 1/16 ფინალის წილისყრა გაიმართა. 

 

გათამაშების მეორე ეტაპზე დინამოს მეორე შემადგენლობა ვანში სულორს დაუპირისპირდება. შეხვედრა 6 ივლისს გაიმართება და 17.30 დაიწყება. ამ წყვილში გამარჯვებული თასის 1/16 ფინალში ბოლნისის სიონს უმასპინძლებს.

 

რაც შეეხება დინამოს პირველ შემადგენლობას, კახა ცხადაძის გუნდი ყიფიანის ტასის 1/16 ფინალურ შეხვედრას სამტრედიაში, ადგილობრივ გუნდთან 7 აგვისტოს ჩაატარებს.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024