ბულგარეთში, ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის 2013 წლის გათამაშების დასკვნითი ეტაპის მეორე შეხვედრაში ჩვენი აკადემიის U-12 ფეხბურთელებმა მოსკოვის ლოკომოტივის U-12 გუნდთან წააგეს, თუმცა ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს. დღეს, 1/2 ფინალურ მატჩში მოზარდ დინამოელთა გუნდი ბელგრადის ცრვენა ზვეზდას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით – 1:2 დამარცხდა, გოლი გიორგი გაგუამ გაიტანა. ხვალ, დინამოს U-12 გუნდი მესამე ადგილისთვის უკრაინულ დნიპროს დაუპირისპირდება.
დღევანდელ შეხვედრაში სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
ხარშილაძე, ჭავჭანიძე, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, ბოგვერაძე, მაღალადაძე, დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა
შევლაზე შემოვიდნენ: ლომთაძე, ჯანგიძე, ახლოური, ქაჯაია, თვალოძე