საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრები 27–30 სექტემბერს, სომხეთის დედაქალაქ ერევანში, ორ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მოზარდი ჯვაროსნები სპარინგ მატჩებში სომეხი თანატოლების დაუპირისპირდებიან. აღნიშნულ თამაშებში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან 8 ფეხბურთელს უხმეს. მოზარდ ჯვაროსნებთან ერთად ერევანში ლევან ისიანი, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გოგა ზარნაძე, ნიკა ნინუა, ლუკა ფოჩხუა და გიორგი გოგილაშვილი გაემგზავრებიან.