• Geo
  • Eng
04.07.2022
დინამო - პაიდე | აკრედიტაციები
დინამო თბილისი კონფერენციის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს 7 ივლისს ესტონური პაიდეს წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა დინამო არენაზე 21.00 საათზე დაიწყება.
 
აკრედიტაციის მსურველთა განაცხადების მიღება დღეიდან 5 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: media@fcdinamo.ge
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 5 ივლისის შემდეგ მიღებული მოთხოვნა აღარ განიხილება. აკრედიტაციები 6 ივლისს დინამო არენას მედია დარბაზში 12.00 საათიდან გაიცემა.
 
აქვე გაცნობებთ, რომ ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელის - გიორგი ჭიაბრიშვილის მატჩისწინა პრესკონფერენცია 13.00 საათზე გაიმართება, ხოლო პაიდეს მთავარი მწვრთნელი კარელ ვოოლაიდი პრესკონფერენციას 18 საათსა და 30 წუთზე გამართავს. ესტონური გუნდის ვარჯიში 19.00 საათზეა ჩანიშნული და ჟურნალისტებს პირველი 15 წუთის გადაღება შეეძლებათ. დინამოელთა ვარჯიში კი 20.00 საათზე დიღმის ბაზაზე გაიმართება. მსურველ ჟურნალისტებს ასევე პირველი 15 წუთის გადაღების საშუალება ექნებათ.
 
აკრედიტაციის მიღების მსურველ მედია ორგანიზაციებს გთხოვთ მოგვაწოდოთ განაცხადი, სადაც მიუთითებთ:
მედია ორგანიზაციის დასახელება:
სახელი და გვარი:
მედიის კატეგორია (რადიო, პრესა, ტელევიზია, ბლოგერი, ვებ გვერდი, ფოტოგრაფი):
მედია ორგანიზაციის ელექტრონული მისამართი და საკონტაქტო ნომერი:
აკრედიტაციის მსურველის ელექტრონული მისამართი და საკონტაქტო ნომერი:
გაითვალისწინეთ, რომ მსურველებს დასტური ეცნობებათ მეილზე !

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024