• Geo
  • Eng
06.07.2022
დინამო-2 თასის 1/16 ფინალშია

ვანში, გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის მეორე ეტაპის მატჩი გაიმართა, რომელშიც ადგილობრივმა სულორმა დინამო თბილისის მეორე შემადგენლობას უმასპინძლა.

 

საინტერესო და დაძაბული მატჩი სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე, მე-8 წუთზე რაულ ბარათელიას ზუსტი დარტყმით ანგარიში გახსნეს. მასპინძლებმა გიორგი ბრეგვაძის გოლით წონასწორობა მეორე ტაიმის დებიუტში აღადგინეს. შეხვედრისთვის განკვუთვნილი 90 წუთი 1-1 დასრულდა. დამატებით დროში კი ვანის სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი დრამატული ფინალის მომსწრე გახდა. მატჩის 119-ე წუთზე ოთარ აფციაურმა დედაქალაქელები კიდევ ერთხელ დააწინაურა, თუმცა სულორის ფეხბურთელებმა მალევე შეძლეს ანგარიშის გაქვითვა, გოლი ანრი ზაქარაშვილმა გაიტანა და მსაჯმაც პენალტების სერიის შესრულებისკენ მიუთითა.

 

ფირუზ გაბიტაშვილმა პირველი თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა, რასაც ანრი ზაქარაშვილმა იდენტურად უპასუხა. ბექა ქეცბაიამ კარს ააცილა და ლევან ცხადაშვილის გოლით ვანელები დაწინაურდნენ. დინამოელთა შემდეგი ზუსტი დარტყმა ზურაბ ერაძემ ჩაიწერა აქტივში, შემდეგ კი ლუკა კუპატაძემ გამოიჩინა თავი და შალვა ცქიფურიშვილს არ გაატანინა 2-2. სტუმართა მეკარის დარად, მასპინძელთა გოლკიპერმა შოთა იგითხანიანმაც ზუსტად ითამაშა და ნიკა ცხოვრებაშვილს არ გაატანინა, თუმცა ვანელებმა ეს უპირატესობა ვერ გამოიყენეს და ირაკლი ბუღაძემ კარს ააცილა. შემდეგ ორ-ორი ზუსტი დარტყმით სტუმართაგან ჯადული იობაშვილი და ლუკა კუტალაძე გამოირჩნენ, ხოლო მასპინძლები გიორგი ბრეგვაძის და შოთა იგითხანიანის გოლებით ანგარიშს ათანაბრებენ. გადამწყვეტი დარტყმა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა ოთარ აფციაურმა შეასრულა, ილია შენგელიამ კარს ააცილა და დინამომ საქართველოს თასის 1/16 ფინალის საგზური მოიპოვა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 7 აგვისტოს, გათამაშების ამ ეტაპზე ბოლნისის სიონს უმასპინძლებს.

 

სულორი ვანი  2-2 (4-5 პენ)  დინამო-2

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024