დინამო თბილისი საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალურ ეტაპზე ხობის კოლხეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 25 სექტემბერს ფოთში სტადიონ ფაზისზე შედგება და ტრადიციულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი შეხვედრის ტექსტურ რეპორტაჟს შემოგთავაზებთ.
ჩვენი მეტოქე
საფეხბურთო კლუბი ხობის კოლხეთი 1936 წელს შეიქმნა. კლუბის ტრადიციული სიმბოლიკა ლურჯ და თეთრ ფერებში არის გადაწყვეტილი. ჩვენი მომავალი მეტოქე საშინაო შეხვედრებს ხობის ცენტრალურ სტადიონზე ატარებს, რომელიც 16 000 მაყურებელს იტევს. 1936 წელს შექმნილმა ხობის საფეხბურთო კლუბმა პირველ მნიშვნელოვან წარამტებას 1987 წელს მიაღწია. საქართველოს სსრკ პირველობაზე ხობელმა ფეხბურთელებმა ვერცხლის მედლების მოპოვება მოახერხეს, მომდევნო სეზონში გუნდმა ჩემპიონობა იზეიმა. დამოუკიდებლობის შემდეგ, 1990 წლიდან ხობის კოლხეთი ჯერ უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა, შემდეგ კი იყო პირველი ლიგა და რეგიონალური ლიგა... 2007 წლიდან ხობის საფეხბურთო კლუბი პირველ ლიგას დაუბრუნდა და 2008/2009 წლების სეზონში ხობის ხობის სახელით ასპარეზობდა. 2010 წლიდან გუნდი ხობის კოლხეთის სახელით გამოდის.
მწვრთნელი და ხობის კოლხეთი
ხობის კოლხეთის მთავარი მწვრთნელი 39 წლის ლევან ნოდია არის, რომელიც ხობელ ფეხბურთელებს 2013 წლის იანვრიდან წვრთნის. მისი თავკაცობით ხობის კოლხეთმა გასულ სეზონში პირველი ლიგის B ზონაში, სადაც 12 გუნდი მონაწილეობდა მეოთხე ადგილი დაიკავა. მიმდინარე სეზონში ხობის კოლხეთმა პირველ ლიგაში 4 ჩატარებული მატჩიდან 1 შეხვედრა მოიგო, 1 თამაში ფრედ დაასრულა, 2 შემთხვევაში კი დამარცხდა. საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშებაზე კი გუნდმა ზუგდიდური ბარიერის დასძლია.
დინამომდე...
საქართველოს თასის გათამაშების პირველ ეტაპზე ხობის კოლხეთმა უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი ზუგდიდი ორი მატჩის ჯამში დაამარცხა. წყვილის პირველი თამაში ზუგდიდში, ბაიას ბაზაზე გაიმართა. დაპირისპირება საყაიმო ანგარიში – 1:1 დაფიქსირდა. საპასუხო შეხვედრა ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა და შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ – 1:1 დასრულდა. წყვილის გამარჯვებული კი დამატებულ 15 წუთიან ტაიმებში გამოვლინდა. დაპირისპირების 109–ე წუთზე ხობელმა ირაკლი გერგაიამ ზუგდიდელთა კარი დალაშქრა – 2:1 ხობელთა სასარგებლოდ და კოლხეთმა დავით ყიფიანის სახელობის 1/8 ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.
ხობის კოლხეთი VS დინამო – ურთიერთშეხვედრები
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/8 ფინალში ჩვენი გუნდი ხობის კოლხეთს დაუპირისპირდება. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, დინამო თბილისისა და პირველი ლიგის წარმომადგენელის – ხობის კოლხეთს პირველი მერვედფინალური შეხვედრა 25 სექტემბერს ფოთში გაიმართება. ხობის კოლხეთთან ნათამაშებ შეხვედრებში დინამოელებს კოლოსალური უპირატესობა აქვთ – 5 მატჩი და 5 მოგება, ბურთების შეფარდება 15:3 არის. დინამოსა და ხობის კოლხეთს შორის უკანასკნელი მატჩი 1992 წლის 30 მაისს შედგა. დაპირისპირება დედაქალქელთა გამარჯვებით – 1:0 დასრულდა. გამარჯვების გოლი მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანა.
დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები
ხვალინდელ შეხვედრას დინამოს მსგავსად ხობის კოლხეთიც დისკვალიფიცირებული ფეხბურთელების გარეშე ხვდებიან. ფოთში გამასამართ მატჩს გუნდები ფაქტობრივად ოპტიმალური შემადგენლობებით ეგებებიან.
ხობის კოლხეთი VS დინამო – მსაჯი
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი სტუმრად ხობის კოლხეთის წინააღმდეგ გამართავს, თორნიკე გვანცელაძე განსჯის. მას ასისტენტობას ზაზა ფიფია და დავით კვეტენაძე გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციას კი გიორგი დოგრაშვილი შეასრულებს. ჩვენი გუნდის მონაწილეობით თორნიკე გვანცელაძემ უკანასკნელად მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურში იმსაჯა. გორში გამართული დილა 1:1 დინამოს მსვლელობისას შეხვედრის მთავარმა არბიტრმა გორელ და თბილისელ ფეხბურთელებს 2–2 ყვითელი ბარათი უჩვენა.
ხობის კოლხეთის სავარაუდო შემადგენლობა
ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში ხობელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:
გელაშვილი – ლევან გოგენია, ჭითანავა, გიორგი გოგენია, ფიფია, ცობეხია – ბუკია, გაბრავა, პაჭკორია, ვართაგავა – გერგაია