• Geo
  • Eng
14.07.2022
პაიდესთან პენალტების სერიაში დავმარცხდით

ესტონეთის ქალაქ პარნუში, რანასტადიონზე უეფას კონფერენციის ლიგის პირველი ეტაპის საპასუხო მატჩი გაიმართა, რომელშიც პაიდემ დინამოს უმასპინძლა.

 

დინამომ მეორე შეხვედრაც სათამაშო უპირატესობით წარმართა. დინამოელებს პირველ ტაიმში რამდენიმე საგოლე მომენტიც ჰქონდათ, თუმცა ვერ გამოიყენეს. მეორე ნახევრის 69-ე წუთზე დავით სხირტლაძემ გახსნა ანგარიში და თბილისელები წინ გაიყვანა. დინამოელებს კიდევ შეეძლოთ გოლის გატანა მარა 90 წუთი 0-1 დასრულდა და დამატებითი დრო დაინიშნა.

 

დამატებითი ტაიმი დინამომ აქტიურად დაიწყო და უსმანე კამარას გადაცემით დმიტრი ანტილევსკიმ მეორე გოლი გაუტანა მასპინძლებს. ამის შემდეგ კამარამ ხარიხას გაარტყა ბურთი. შეხვედრის 115-ე წუთზე კი თბილისელთა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა, რომელიც ებრიმა სინგატემ ზუსტად გამოიყენა. წყვილში გამარჯვებულის ბედის გასარკვევად პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც პაიდეს ფეხბურთელებმა იყოჩაღეს და 6-5 მოიგეს.

 

მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე განვლილი შეხვედრა მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილა შეაფასა:

 

"რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან დამწუხრებული ვართ, ეს არ არის ის შედეგი რაც ჩვენ გვსურდა. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს, რადგან მათ იმედები გავუცრუეთ. ახლა მთავარია, რომ ყველა ის შეცდომა რამაც არ შედეგამდე მიგვიყვანა კარგად გავიაზროთ, სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და დინამო დაბრუნდეს იქ სადაც მისი ადგილია. უშუალოდ დღევანდელ თამაშს რაც შეეხება, ვფიქრობ, რომ გადამწყვეტ მომენტში კონცენტრაცია დაგვაკლდა და ამიტომ დავმარცხდით. პაიდეს კი, შემდეგ ეტაპზე წარმატებას ვუსურვებ."

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024