13 ივლისს დინამოელები ესტონეთში ჩაფრინდნენ. გუნდმა საღამოს ივარჯიშა და ხვალ, თბილისის დროით 20:00 საათზე, ესტონურ პაიდესთან,უეფას კონფერენციის ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩს გამართავს.
დინამოელები პარნუს 21 ფეხბურთელით ეწვივნენ:
მეკარეები: ანდრეს პრიეტო და დავით კერესელიძე.
მცველები: ნიკა მალი, ალექსანდრე კალანდაძე, საბა ხვადაგიანი, ლევან ხარაბაძე, საიმონ ბენიო, დავით კობოური და გოდფრი სტეფენი.
ნახევარმხცელები: იმრან ულად ომარი, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლევან ოსიყმაშვილი, ბარნს ოსეი, გიორგი კუცია, თორნიკე კირკიტაძე, გიორგი ჩხეტიანი და უსმანე კამარა.
თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე, გიორგი გაბედავა, სტანისლავ ბილენკი და დმიტრი ანტილევსკი.
გუნდის ვიცე-კაპიტანი ანზორ მექვაბიშვილი დინამოს ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, ხოლო ახალწვეული ჯიმი ტაბიძე ევროპის კონფერენციის ლიგის პირველი ეტაპის განაცხადში არ გახლავთ.
პირდაპირი ტრანსლაცია Setanta Sports 1-სა, Setantasports.com-ზე და adjarasport.com-ზე იხილავთ.