დღეს დინამოს ვეტერანი მცველის, ფეხბურთში ერთადერთი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის– გელა კეტაშვილის დაბადების დღეა. გელა კეტაშვილი 1965 წელს თბილისში დაიბადა. დინამო თბილისის შემადგენლობაში 1984 – 1990 და 1995 წლებში ასპარეზობდა. ჩვენი გუნდის რიგებში 181 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 7 გოლი. არის 1988 წლის სეულის ოლიმპიადის გამარჯვებული. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში შედიოდა ორჯერ, 1988 და 1989 წლებში. სსრკ– ს ნაკრებში ჩაატარა 3 შეხვედრა, ხოლო ოლიმპიურ ნაკრებში 11 მატჩი. ასევე იყო საქართველოს ნაკრების პირველი კაპიტანი.
დინამოელები ვულოცავთ გელა კეტაშვილს იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.