• Geo
  • Eng
06.10.2022
ურთიერთშეხვედრები ზღვისპირელებთან

7 ივლისს დინამო არენაზე ეროვნული ლიგის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც დინამო თბილისი დინამო ბათუმს უმასპინძლებს. შეხვედრა 21.00 საათზე დაიწყება.

 

საქართველოს ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებული 67 მატჩიდან 41 დედქალაქელებმა მოიგეს, 12 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 14 დაპირისპირებიდან ზღვისპირელები გამოვიდნენ გამარჯვებულები. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 127/65 თბილისელთა სასარგებლოდ.

 

ურთიერთშეხვედრებში ყველაზე მეტჯერ - თხუთმეტჯერ დაფიქსირდა ანგარიში 1-0. ცხრაჯერ მატჩი 2-1 მორჩა, შვიდჯერ 3-1 და 3-0, ხოლო ექვსჯერ 2-0 დასრულდა. ყველაზე უხვგოლიანი მატჩი 1994 წლის 18 სექტემბერს გაიმართა. ბათუმში ჩატარებულ შეხვედრაში 8 გატანილი გოლი ვიხილეთ. არჩილ არველაძის ჰეთ–თრიქს, შოთა არველაძის დუბლი მიემატა და თბილისელებმა 5-3 იმარჯვეს. იმავე ანგარიშით იმარჯვა დინამო თბილისმა 2012 წლის 11 ნოემბერს. დიდი ანგარიშით დინამო მეთექვსმეტე ჩემპიონატის მეცხრე ტურში დამარცხდა. 2004 წელს ჩატარებულ შეხვედრაში დედაქალაქელები 0-3 დამარცხდნენ, 2022 წლის 4 მარტს ბათუმელებმა 3-0 იმარჯვეს. ყველაზე დიდი ანგარიშით დედაქალაქელებმა მეტოქე 2007 წლის 29 სექტემბერს დაამარცხეს. მე-19 ჩემპიონატის მე-7 ტურში დინამომ შვიდი უპასუხო გოლი გაუტანა ბათუმელ სეხნიას. თავი კი გამოიჩინეს: სანდრო კობახიძემ და ჯორჯ აკირემმა დუბლებით, მიხეილ ხუციშვილმა, ილია სპასოევიჩმა და ლევან ხმალაძემ კი თითო გოლით. 2017 წლის 28 მაისს დინამო არენაზე გაიმართული პაექრობა თბილისელთა გამარჯვებით ასევე დიდი ანგარიშით 4-0 დასრულდა. გოლები ბათუმელთა კარში ბექა მიქელთაძემ, საბა ლობჟანიძემ (2) და გიორგი გველესიანმა გაიტანეს. ბოლოს ორი დინამო ამა წლის 29 ივნისს ბათუმში შეხვდა ერთმანეთს, მასპინძლებმა კი 4-1 მოიგეს. გოლი ბათუმელთა კარში დავით სხირტლაძემ გაიტანა. 3 მაისის მატჩი კი ეროვნულ ლიგაში ბოლო 30 წლის მანძილზე დასწრების რეკორდით (25 000-მდე გულშემატკივარი) 0-0 დასრულდა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024