დინამო თბილისის 19 წლამდე შემადგენლობა მარტვილს ეწვია და ადგილობრივ მერანს გაეჯიბრა. შეხვედრა დედაქალაქელთა გამარჯვებით 4-2 დასრულდა. გოლები დავით გოცირიძის, ალექსანდრე ფეიქრიშვილის და მუხრან ბაგრატიონის ანგარიშზეა (ერთიც ავტოგოლი).
ვალერი გაგუას გუნდი 6 მატჩიდან 6 მოგებით და 18 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. დინამო საბურთალოს 4 ქულით და 2 გამოტოვებული მატჩით ჩამორჩება, 11 ოქტომბერს კი სწორედ ეს გუნდები შეხვდებიან ერთმანეთს.
U19 მერანი 2-4 დინამო
U19 დინამო: იობაშვილი, გოგებაშვილი, მორჩილაძე, ბაგრატიონი, კვერენჩხელაძე, ფეიქრიშვილი, კობახიძე, ბარათელია, თოდუა, ღურწკაია, გოცირიძე
სათადარიგო სკამი: ხელაშვილი, სადღობელაშვილი, აღდგომელაშვილი, ახალკაცი, ხუტიაშვილი, ნოზაძე