• Geo
  • Eng
07.07.2022
დინამო 2-3 პაიდე

დინამო არენაზე უეფას კონფერენციის ლიგის პირველი ეტაპის პირველი მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოელებმა ესტონურ პაიდეს უმასპინძლეს.

 

შეხვედრა გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა აქტიურად დაიწყო და პირველივე წუთებიდან მოიპოვა სათამაშო უპირატესობა. არაერთი მცდელობის შემდეგ ანგარიში 22-ე წუთზე დავით სხირტლაძემ ზუსტი დარტყმით გახსნა. გოლის გატანა ამის შემდეგ ანზორ მექვაბიშვილს ორჯერ შეეძლო, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა. ტაიმი დინამომ მოიგო. მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა, მაგრამ დინამოს დაცვის ხაზის უყურადღებობით იააგუპ ლუცმა ისარგებლა და 61-ე წუთზე სხვაობა აღადგინა. ოთხიოდე წუთში თბილისელების მშვენიერი კომბინაცია ლევან ხარაბაძის გოლით დასრულდა 2-1. კიდევ არაერთი ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოყენეს დინამოელებმა, ბარნს ოსეის, თორნიკე კირკიტაძეს, დავით სხირტლაძეს ასევე შეეძლოთ გოლის გატანა. საპასუხოდ ისევ წუნი დაცვის ხაზში და ამჯერად ანგარიში 81-ე წუთზე ებრიმა სინგატემ გაათანაბრა. 89-ე წუთზე კი კრისტოფერ პიხტმა გამარჯვების გოლი გაიტანა.

 

დინამოელები საპასუხო შეხვედრას 14 ივლისს ესტონეთის ქალაქ პარნუში გამართავენ.

 

შემადგენლობა და მატჩის ოქმი

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024