დინამოს აკადემიის აღზრდილი 18 წლის მეკარე - პაპუნა ბერუაშვილი, ერთწლიანი იჯარით კარიერას პორტუგალიური გრანდის - სპორტინგის რიგებში გააგრძელებს. 2023 წლის ზაფხულში ლისაბონურ კლუბს ახალგაზრდა მეკარის გამოსყიდვის უფლება ექნება.
პაპუნა ბერუაშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია და ჩვენი კლუბის აკადემიაში 2016 წლიდან ირიცხება. ბერუაშვილი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეკარე გახლავთ.