• Geo
  • Eng
24.03.2012
ტორპედო – დინამოს ლაშა სილაგავა განსჯის

უმაღლესი ლიგის მეორე ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი ქუთაისში ადგილობრივი ტორპედოს წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნულ მატჩს 35 წლის ლაშა სილაგავა განსჯის.

უკანასკნელი თამაში, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა მეტალურგი 2–0 მერანი გახლავთ. აღნიშნულ შეხვედრაში სილაგავამ ფეხბურთელებს ექვსი ყვითელი ბარათი უჩვენა.

დინამოს მონაწილეობით სილაგავამ ბოლოს მარტვილში, მერანთან შეხვედრა იმსაჯა. ხსენებული მატჩი დინამოელთა მარცხით დასრულდა, ლაშა სილაგავამ კი ჯიბიდან ხუთჯერ ამოიღო ყვითელი ბარათი და ერთხელ პენალტის ნიშნულისკენაც გაიშვირა ხელი.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

 

===========================================

უმაღლესი ლიგა - 68 თამაში / 211 ყვითელი / 9 წითელი / 13 პენალტი

პირველი ლიგა - 1 თამაში / 5 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს თასი - 13 თამაში / 35 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 1 თამაში / 4 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

უეფა.ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 1 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024