საქართველოს 21–წლამდელთა ნაკრები 10 და 14 ოქტომბერს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრებს ჰოლანდიისა და შოტლანდიის ნაკრებების წინააღმდეგ გამართავს. მოზარდ ჯვაროსანთა გუნდში დინამოდან გიორგი პაპავას უხმეს. აღნიშნული შეხვედრებისთვის ახალგაზრდული ნაკრებში დინამოს ექიმს, მერაბ ვარძუკაშვილსა და ფიზიოთერაპევტს, ირაკლი ხუციშვილს უხმეს.