• Geo
  • Eng
30.09.2013
დუბლები მერანთან დამარცხდნენ

დუბლშემადგენლობათა გათამაშების VII ტურის შეხვედრა დინამოელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიის მოედანზე გამართეს. მატჩი სტუმართა იერიშებით დაიწყო და პირველი რეალური საგოლე მომენტი დაპირისპირების მეცხრე წუთზე სტუმართა მეცხრე ნომერმა, იმედა აშორტიამ გააცუდა. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა მარტვილელთა კარში გოლი დაპირისპირების 27–ე წუთზე გაიტანეს. შეტევის მარცხენა ფლანგიდან დაწყებული იერიში დავით ვოლკოვის გოლით დასრულდა, რომელმაც გიორგი პაპუნაშვილის ხეირიანი პასის შემდეგ ფაქტობრივად დაუცველ კარში გაიტანა გოლი – 1:0.

 

მეორე ტაიმი განსხვავებული სცენარით წარიმართა. მარტვილის მერანის ფეხბურთელები შეტევაში კიდევ უფრო აქტიურად ათამაშდნენ და 55–ე წუთზე ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს. გატანილი გოლით სტუმართა მერვე ნომერი, ლაშა ჯღამაია გამოირჩა – 1:1. დაპირისპირების საფინალო ანგარიში კი 60–ე წუთზე დაფიქსირდა. საჯარიმოში თამაშის წესების დარღვევისთვის მსაჯმა დინამოს მცველი, ვაკო ბაჩიაშვილი გააფრთხილა, მარტვილელმა ლაშა ღონღაძემ კი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა – დინამო 1:2 მერანი.

 

დინამო 1:2 მერანი

გოლები: 1:0 ვოლკოვი 27’ 1:1 ჯღამაია 55’ 1:2 ღონღაძე 60’ (პენ.)

 

დინამო: ზარქუა, ბაჩიაშვილი, ხოჭოლავა, თევზაძე (ველიაშვილი 46’), მურუსიძე, სარიშვილი (წილოსანი 77’), გვაზავა, პაპუნაშვილი,  შინდაგორიძე, ვოლკოვი (კვერნაძე 52’), მესხი

 

მერანი: ხარშილაძე (ბერია 46’), ფოცხვერაშვილი (კურტანიძე 46’), ციცხვაია, ქათამაძე, ღონღაძე, გეგია, ქაჯაია (ბარბაქაძე 46’), ჯღამაია, ქარდავა (ფაილოძე 71’), წულაია, აშორტია (ხუბუა 78’)

 

გაფრთხილება: ბაჩიაშვილი, პაპუნაშვილი – ციცხვაია, წულაია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024