• Geo
  • Eng
26.05.2014
პირველი გამარჯვება ელიტრაუნდში

შვეიცარიაში 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის მატჩები მიმდინარეობს. საქართველოს ნაკრები პირველ შეხვედრაში მასპინძელ, შვეიცარიის ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. შეხვედრაში მეორე გოლი დინამოელმლა გიორგი პაპუნაშვილმა გაიტანა. (ანგარიში შეხვედრაში დავით დარციმელიამ გახსნა). მოედანზე პაპუნაშვილის გარდა ასევე იყვნენ სხვა დინამოელებიც. შვეიცარიასთან გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანეს: ოთარ კაკაბაძემ, ალექსანდრე გურეშიძემ და მათე ცინცაძემ.

შემდეგ მატჩს ახალგაზრდა ჯვაროსნები კვიპროსის წინააღმდეგ 27 მაისს გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024