• Geo
  • Eng
18.08.2022
დინამო 2-მა ვარკეთილი დრამატულ შეხვედრაში დაამარცხა

დღეს ეროვნულ ლიგა 3-ში მე-16 ტურის მატჩი გაიმართა, რომელშიც დინამოს მეორე შემადგენლობამ ვარკეთილს უმასპინძლა.

შეხვედრამ საინტერესოდ და ანგარიშიდან გამომდინარე დრამატულად ჩაიარა. პირველი ტაიმი სტუმრთა უპირატესობით წარიმართა. მე-11 წუთზე ლაშა მანაგაძის დარტყმულით ვარკეთილი დაწინაურდა. 31-ე წუთზე ნიკა სიხარულაშვილმა კი აღადგინა სტატუს ქვო, თუმცა ორიოდე წუთში პირველი გოლის ავტორმა ზუსტი პენალტით დუბლი გაიფორმა. პირველი ტაიმის ბოლოს, კი ზაქარია ბასილაშვილმა კიდევ ერთი გოლი გაიტანა და დინამოელები შესვენებაზე რთულ სიტუაციაში მყოფნი გავიდნენ 1-3. მეორე ტაიმში ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა უმატა შეტევებს და მე-60 წუთზე ჯადული იობაშვილმა ერთი გოლი გაქვითა. მანვე რვა წუთში პენალტის ნიშნულიდან ანგარიში გაათანაბრა, ხოლო 74-ე წუთზე ტექნიკური დარტყმით ჰეთ თრიქი გაიფორმა და როგორც შემდეგ აღმოჩნდა საფინალო ანგარიში 4-3 დააფიქსირა. მატჩის 82-ე წუთზე დინამოელები მოედანზე ათნი დარჩნენ, მსაჯმა ზურაბ ერაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა 36 ქულა დააგროვა, სატურნირო ცხრილში დინამო პირველ ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 25 აგვისტოს თბილისში, მარაკანაზე, არაგვთან გამართავს.

 

მატჩის ოქმი და შემადგენლობა

 

ფოტოამბავი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024